”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში გარემოს დაბინძურებასა და მის შედეგებზე იმსჯელეს

,,გარემოს დაბინძურება და მისი შედეგები” – აღნიშნულ თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

არასასურველი გარემო პირობების გავლენა გარემოზე, დაბინძურების მავნე ფაქტორების იდენტიფიცირება, სწორი პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავების მნიშვნელობა და ბერკეტები, რომელსაც იყენებს მსოფლიო ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად. ეს ის თემებია, რომელიც შეხვედრაზე იქნა განხილული.

ღონისძიება ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

მას ახალციხის N5 და N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 28/01/2017 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე