”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგების მონაწილეობით, ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.

მასში სამცხე–ჯავახეთის 14 პარტნიორი სკოლა იყო ჩართული. ფორუმის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა თემის ადგილობრივი საჭიროებების კვლევაში, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, რეკომენდაციების შემუშავება და თანამშრომლობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

ფორუმი სამოქალაქო განათლების პროგრამის, ,,მომავლის თაობის” ფარგლებში, გაიმართა, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია PH International, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

პროგრამა სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მიერ ხორციელდება.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 25/01/2017 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე