”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“ადევნება” სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება

საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა.

13062114715_c9ddd923dc_hსაკანონმდებლო ცვლილებების მიზანია ქალთა უფლებების დაცვა  „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის აღკვეთის შესახებ” სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული  აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება.

მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცზე თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა.

ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ შემოდის ახალი ცნება – „ადევნება“, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება.

ცვლილებების თანახმად, „ადევნება“ განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ცვლილებების თანახმად, ეს ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება.

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც „სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი“ დანაშაულად განიხილავს, დასჯადი ხდება იძულებით სტერილიზაციაც.

კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იძულებითი სტერილიზაციისთვის, შესაბამის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 24/01/2017 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე