”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენელ ლელა სარიშვილს “ნიჭიერი”–ს ფინალში მოსახვედრად მხარდაჭერა სჭირდება

ადიგენის სოფელ ბოლაჯურის მკვიდრი ლელა სარიშვილი პროექტ “ნიჭიერი”–ს ფინალში გადასასვლელად იბრძვის. მის მხარდასაჭერად, შესაბამის ნომერზე დარეკვა გულშემატკივრებს მხოლოდ დღეს შეუძლიათ. 

16265460_10154663087300845_3243919326600975856_n

ლელა სარიშვილი სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″–ს პროექტში საზოგადოებას წყალზე ხატვის ხელოვნება – “ებრუ” გააცნო. თვითნასწავლმა მხატვარმა ჟიურის ოთხივე წევრის მოწონება დაიმსახურა და ნახევარფინალშიც გადავიდა.

გულშემატკივრებმა ლელა სარიშვილის მხარდასაჭრად უნდა დარეკონ ნომერზე: 0903300305.

ნიჭიერი” რუსთავი ორის ეთერში 22:00 საათზე დაიწყება.

19 წლის ლელა სარიშვილი წელს პროექტის ერთადერთი მონაწილეა სამცხე–ჯავახეთიდან.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე