მეუფე სერაფიმეს მრევლსა და მის მოწინააღმდეგეს შორის სიტყვიერი დაპირისპირებისას, შუახნის მამაკაცი – გ.ხ. გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 22 იანვარს, ბორჯომის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში მოხდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალი და მამაკაცი მეუფე სერაფიმეს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კამათობდნენ. მამაკაცი მიტროპოლიტის მხარდამჭერი იყო.
“გარდაცვლილი ჩემი მრევლი იყო. მე ტაძარში ვიყავი, ხმაურზე გამოვედი, მამაკაცი ეკლესიის ეზოში, ტაძრის კარებთან იწვა, უკვე გარდაცვლილი იყო” – განაცხადა ეკლესიის მღვდელმსახურმა, მამა ბასილმა ,,მე-9 არხთან.”
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ შუახნის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს ბორჯომელმა მრევლმა, მეუფე სერაფიმეს მხარდასაჭერად, მშვიდობიანი აქცია გამართა.
რუსუდან გვარამაძე
You must be logged in to post a comment.