საქართველოში მომხდარმა 4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ახალციხეში შენობები მცირედით დააზიანა.
ახალციხის მერიასა და გამგეობაში ამბობენ, რომ სტიქიას ნგრევა არ გამოუწვევია, თუმცა კედლები, ჭერი დაიბზარა და ბათქაში ჩამოცვივდა რამდენიმე ადგილობრივის სახლში.
მიწისძვრა 20 იანვარს, 18:00 საათზე მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ახალციხის ჩრდილო–დასავლეთით, სოფელ ანის მიმდებარე ტერიტორია იყო.