”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ენმ–ს ყრილობას სამცხე–ჯავახეთიდან მხოლოდ ბორჯომის ორგანიზაციის წევრები დაესწრებიან

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობას, რეგიონიდან მხოლოდ ბორჯომის ორგანიზაციის 7 წევრი, სტუმრის სტატუსით დაესწრება და კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

nacebi

მიზეზი ისაა, რომ 35 წევრმა, რომელიც ენმ-ს ყრილობას სუნდა დასწრებოდა, დელეგატებად დარეგისტრირება ვერ მოასწრო.

“ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის უფლება მაქვს მხოლოდ მე” – აცხადებს ტელეკომპანია “ბორჯომთან” საუბრისას პარტიის ბორჯომის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ქვათაძე.
რაც შეეხება დელეგატების არჩევის დროს წარმოქმნილ პრობლემებს, ვახტანგ ქვათაძე ამბობს “დელეგატები უნდა შეგვერჩია მე და დეპუტატობის კანდიდატს, იმის გამო, რომ ტარიელ ლონდარიძე გაემიჯნა პარტიას ვერ მოხდა შეთანხმება და ვერც კონფერენციის ჩატარება მოესწრო.”

ქვათაძე იმასაც ამბობს, რომ ბოლო პერიოდში პარტიაში განვითარებული მოვლენების ფონზე ბორჯომის ორგანიზაცია არცერთ წევრს არ დაუტოვებია.
სამცხე-ჯავახეთის ექვსი რაიონული ორგანიზაციიდან ხუთმა პარტია “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა, გამონაკლისი მხოლოდ ბორჯომია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-7 ყრილობა 20 იანვარს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება და მასზე უკვე რეგისტრირებულია 7136 დელეგატი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში ამბობენ, რომ ყრილობის ძირითადი ნაწილი პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას დაეთმობა, არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა და თავმჯდომარე.

წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 20/01/2017 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე