”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მდინარე მტკვარზე ნათლობისა და განბანვის რიტუალი შესრულდა

მართლმადიდებელი ეკლესია19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდა.

წირვის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირებმა და მორწმუნეებმა მდინარის ნაპირებთან გადაინაცვლეს, სადაც მეუფე თეოდორემ წყალი აკურთხა. მდინარე მტკვარში შესრულდა ნათლობის და განბანვის რიტუალები.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში, იოანე ნათლისმცემლის მიერ, იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 19/01/2017 by in რელიგია and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე