”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

18 იანვარი წყლის კურთხევის დღეა

დღეს დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევის დღეა. დიდი აიაზმა წელიწადში ორჯერ, ნათლისღების წინა დღეს და ნათლისღებას სრულდება.

1453196902_1421673575345189

წყალკურთხევას სხვაგვარად აიაზმას უწოდებენ. „აიაზმა“ ბერძნული სიტყვაა და ნაკურთხ წყალს ნიშნავს.

დიდი აიაზმა ეკლესიაში ხვალ, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზეც აღესრულება.

ნაკურთხი წყალი ეკლესიაში მთელი წლის განმავლობაში გამოიყენება. თუ ტაძარს ნაკურთხი წყალი მოაკლდა, წლის ნებისმიერ დროს შეიძლება შესრულდეს მცირე წყალკურთხევა.

ნაკურთხი წყლით იკურთხევა ტაძრები, ჯვრები, ხატები. ნაკურთხ წყალს მოძღვრები ასხურებენ მორწმუნეებს. იგი აგრეთვე სახლის კურთხევისას გამოიყენება.

ნათლისღების დღესასწაულზე მორწმუნეებს სახლებში მიაქვთ მცირეოდენი ნაკურთხი წყალი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში იყენებენ.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 18/01/2017 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე