”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მეუფე სერაფიმე გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტად დაინიშნა

მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა) გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტად დაინიშნა. მას შემდეგ რაც მიტროპოლიტმა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია დატოვა, იგი ათონის მთაზე იმყოფებოდა. 

10353_1523038677988436_8643993368568746081_n-e1461600674139-1

მიტროპოლიტი სერაფიმე 2016 წლის გაზაფხულამდე, 21 წლის განმავლობაში, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველი იყო. ეპარქიას დროებით ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, შემდეგ კი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია მართავდნენ.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) დაინიშნა, რომელიც მანამდე გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიას ხელმძღვანელობდა.

თიკო კურტანიძე

1 comments on “მეუფე სერაფიმე გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტად დაინიშნა

  1. გამოხმაურება: მეუფე სერაფიმე გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს ამბობს |

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 18/01/2017 by in რელიგია and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე