”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მერია 5 000 ძირი ფიჭვის დარგვას აპირებს

ახალციხის მერია 2017 წელს 5 000 ძირი ფიჭვის დარგვას აპირებს – ამის შესახებ ქალაქის მერმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შესახვედრად ისაუბრა.

2017 წლის ბიუჯეტი, საკრებულოსა და მერიის პირველ პირებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის წარმომდგენლებმა განიხილეს. რა პროექტების განხორციელებას აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება მიმდინარე წელს – თვითმმართველობის საქმიანობაზე ვლადიმერ ზედგინიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მთავარი პრიორიტეტი ქალაქის კეთილმოწყობა და ქუჩების რეაბილიტაციაა.

შეხვედრას მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. მონაწილეებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს კითხვები სოციალურ პროგრამებზე, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე, ქალაქის გამწვანებასა და დასუფთავებაზე დაუსვეს.
ქალაქის მერმა დასუფთავების მოსაკრებელზეც ისაუბრა, რომლის გადახდაც ახალციხის მოსახლეობას აპრილიდან მოუწევს. შეღავათებით ისარგებლებენ შშმ პირები და სოციალურად დაუცველები.

დღესვე ვლადიმერ ზედგინიძემ განაცხადა, რომ ახალციხის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, 2 800 000 ლარი რეგიონული ფონდიდან მიიღო.

შეხვედრა, სადაც 2017 წლის ბიუჯეტი განიხილეს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 17/01/2017 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე