”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბაკურიანში არასრულწლოვნებმა სხვადასხვა ობიექტი გაქურდეს

ბაკურიანში სასტუმრო, რესტორანი და აფთიაქი გაქურდეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ სახელდება რა არის წაღებული ობიექტებიდან.

შემთხვევიდან მეორე დღეს, მაღაზია ღია დახვდა რამდენიმე ადგილობრივსაც, თუმცა მეპატრონეებმა დანაკლისი ვერ აღმოაჩინეს. ქურდობა 13 იანვარს მოხდა.

გამოძიება სსკ–ის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. შსს–ოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ საქმე უკვე გაიხსნა. გამოძიება სავარაუდო ბრალდებულებად ოთხ არასრულწლოვანს მოიაზრებს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე