”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობით, ყველაზე მეტად ახალციხელები არიან კმაყოფილი

NDI-იმ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ ეკონომიკური პრობლემები აწუხებს.

ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული, 2009 წლიდან არ შეცვლილა.

სამუშაო ადგილები – 58%
ფასების ზრდა/ინფლაცია – 38%
სიღარიბე – 30%
ტერიტორიული მთლიანობა – 27%
პენსიები – 24%

კვლევის მიხედვით, ახალციხეში ხუთ მთავარ პრობლემად სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, ტერიტორიული მთლიანობა და პენსიები დაასახელეს.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობით, ყველაზე კმაყოფილი ახალციხის მოსახლეობაა.

საკრებულოს მუშაობით გამოკითხულთა 52% კმაყოფილია, 19% უკმაყოფილო, 30% არ იცის.
ახალციხის მერიის მუშაობას დადებითად აფასებს გამოკითულთა 53%, უარყოფითად 20%, მერიის მუშაობის შესახებ არ იცის 27%.

ახალციხეში, გამოკითულთა 59% თვლის, რომ ადგილობრივი მთავრობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. იგივე კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს 36%.

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას, ახალციხელთა 75% უჭერს მხარს, 16% ეწინააღმდეგება.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა – 66% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. გამოკითხულთა 82% აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ, მათი ოჯახის მდგომარეობა უცვლელია ან გაუარესდა, გაუმჯობესებას კი 17% ადასტურებს.

აღნიშნული გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს პრინციპით, საქართველოს მასშტაბით 3 141 ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლე გამოიკითხა. კითხვები საგარეო პოლიტიკას, ეკონომიკურ მდგომარეობას და ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას ეხებოდა.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 16/01/2017 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე