ახალციხეში ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა. შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მსვლელობა თამარაშვილის ქუჩიდან დაიწყო.
ალილოს მონაწილეებმა ჯვრებითა და ხატებით ქალაქის ქუჩები შემოიარეს და საშობაო ნობათი შეაგროვეს. ქველმოქმედებაში ჩაერთო ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი გიორგი კოპაძეც. ალილოს მონაწილეებს ტკბილეული და საჩუქრები გზადაგზა მოსახლეობამ გადასცა.
ალილოს ორგანიზება ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა გაუწია, რომლის თაოსნობითაც უკვე მეთერთმეტე წელია ყოველი წლის 7 იანვარს ახალციხეში მსვლელობა ეწყობა. დეკანოზმა
საქართველოში ალილოს ტრადიცია სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს.იგი მხოლოდ ერთხელ, ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ დაირღვა. 1990–იან წლებში ტრადიცია, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ აღადგინა. მორწმუნეები ალილოს ყოველწელს სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ ზეიმობენ.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.