”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ შობისა და წყალკურთხევის დღესასწაული იზეიმა

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს, 6 იანვარს ერთდროულად ორი დიდი დღესასწაული – შობა და წყალკურთხევა აღნიშნა.

shoba

ახალციხის, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ლოცვა დილის 11:00 საათზე დაიწყო.

საზეიმო ლიტურგია ეკლესიის წინამძღვარმა, დიაკონმა თორგომ ვარდანიანმა აღავლინა და მრველს დღესასწაული მიულოცა. წირვის დასრულების შემდეგ, იკურთხა წყალიც და მრევლს დაურიგდა.

ნაკურთხ წყალს მომლოცველები მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე