7 იანვრის ჩათვლით, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

5 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს და 10-15 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში 5-10 გრადუსი იქნება.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ღამით -3 გრადუსი, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8 გრადუსი იქნება.
6 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტებში იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-19 გრადუსი, ღამით +2;+7გრადუსია მოსალოდნელი.
7 იანვარსაც დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით კვლავ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერი 13-15 გრადუსამდე გათბება.
8 იანვრის შემდეგ საქართველოში ამინდი შესაძლოა შეიცვალოს.
You must be logged in to post a comment.