”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

6 დღე წყლის გარეშე – ვალელები პრობლემის მოგვარების მიზნით, ხელმოწერებს აგროვებენ

ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ ვალის მაცხოვრებლებმა სასმელი წყალი სპეციალური მანქანით მიიღეს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 4 იანვარს ვალელების პრობლემის მოგვარება, დროებით, ამ გზით გადაწყვიტა.

ქალაქ ვალის მოსახლეობა თითქმის ერთი კვირაა სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება. ვალეში წყლის მიწოდება ახალ წლამდე ორი დღით ადრე შეწყდა. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება, ადგილობრივები მომსახურების საფასურს სულადობის მიხედვით მაინც იხდიან. ვალელების თქმით, ვის უნდა მოთხოვონ პრობლემის მოგვარება არ იციან, რადგან კომპანია და ხელისუფლება მუდმივად ერთმანეთისკენ ამისამართებს.

ახალციხის გამგებლის წარმომადგენელი ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში  განმარტავს, რომ პრობლემა ძლიერი ყინვების გამო შეიქმნა. მდინარის წყალი სათავე ნაგებობიდან შემკრებ ჭამდე ვერ აღწევს, საიდანაც შემდეგ მოსახლეობას უნდა გაუნაწილდეს. ელიოზ ბარბლიშვილის აზრით, ზამთარ–ზაფხულ არსებული პრობლემიდან გამოსავალი ახალი სისტემის მშენებლობაა.

ვალეში სათავე ნაგებობაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები  30 დეკემბრიდან მუშაობენ, თუმცა პრობლემის მოგვარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ამ დროისათვის გაყინულია დაახლოებით, ორ კილომეტრნახევარი სიგრძის წყალსაცავია გაყინული.  5 იანვრიდან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტის ტექნიკის დახმარებით, მასშტაბურ სამუშაოებს გეგმავს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომაგენლების თქმით, 2017 წელს პროექტის განხორციელება იგეგემება, რომლის ფარგლებში ახალი სისტემის მშენებლობა მოხდება. ვალის მოსახლეობა მთის წყლით მომარაგდება. შედეგად, ქალაქი სასმელ წყალს  24 საათის განმავლობაში უწყვეტი რეჟიმით მიიღებს.

თუმცა, კონკრეტულად რა დროა საჭირო დღეისათვის ვალეში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად – კომპანიას ამაზე პასუხი არ აქვს. სათავე ნაგებობაზე ჩასატარებელი სამუშაოების პარალელურად, ვალის მაცხოვრებლებს ხვალიდან დამატებით კიდევ ორი მანქანა მოემსახურება. წყალმომარაგების კომპანიაში ირწმუნებიან, რომ სპეციალური მანქანები ვალეში მანამდე ივლის, სანამ მოსახლეობას წყლის მიწოდება არ აღუდგება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე