2017 წლისთვის საჯარო სკოლებში გაზაფხულის, ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების, ასევე სასწავლო წლის დაწყების თარიღები განისაზღვრა.

განათლების მინისტრის ბრძანებულებით დადგინდა, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდა. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი უქმე ან დასვენების დღეს ემთხვევა, სასწავლო წელი 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს დაიწყება, ხოლო თუ 15 ივნისი დასვენების დღეს ემთხვევა, სასწავლო წლის დასრულების თარიღად 15 ივნისის წინა პარასკევი განისაზღვრა.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27 მაისს დასრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. ამ შემთხვევაშიც განსაზღვრულია, რომ თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.
ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე განისაზღვრა.საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტიდან 15 მარტამდე, ხოლო ზაფხულის არდადეგები 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.
You must be logged in to post a comment.