”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას ეპისკოპოსი ლაზარე უხელმძღვანელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) უხელმძღვანელებს.

ტელეკომპანია “ბორჯომი”–ს სიუჟეტი

როგორც ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ფეისბუქის გვერდზეა აღნიშნული, ეპისკოპოსი ლაზარე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველად გუშინ, 3 იანვარს წარადგინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით წმ. ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი შესრულდა, რომელსაც წმინდა სინოდის მღვდელთმთავრები დაესწრნენ.

მეუფე ლაზარე ბორჯომის ეპარქიის მმართველობამდე ავსტრია-გერმანიის ეპარქიაში მოღვაწეობდა. იგი ეპისკოპოსად 2014 წლის 11 ივნისს აკურთხეს.

2016 წლის გაზაფხულამდე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველი 21 წლის განმავლობაში, მიტროპოლიტი სერაფიმე იყო. ეპარქიას დროებით ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, შემდეგ კი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია მართავდნენ.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ფოტოები: 

1 comments on “ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას ეპისკოპოსი ლაზარე უხელმძღვანელებს

  1. გამოხმაურება: მეუფე სერაფიმე გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტად დაინიშნა |

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე