ქალაქ ვალის მაცხოვრებლებს, თითქმის ერთი კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. მოსახლეობა წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება. ვალეში წყლის მიწოდება ახალ წლამდე ორი დღით ადრე შეწყდა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

ახალციხის გამგებლის წარმომადგენელი ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში ელიოზ ბარბლიშვილი განმარტავს, რომ პრობლემა ძლიერი ყინვების გამო შეიქმნა. წყალი შემკრებ ჭამდე ვერ აღწევს, საიდანაც მოსახლეობას უნდა გაუნაწილდეს. მისივე თქმით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები ვალეში 30 დეკემბრიდან მუშაობენ, თუმცა პრობლემის მოგვარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
ელიოზ ბარბლიშვილი ამბობს, რომ ტემპერატურის მატებას ვერ დაელოდებიან, ამიტომ ხვალიდან ვალელები სასმელ წყალს სპეციალური მანქანით მიიღებენ. პარალელურად, პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობას გააგრძელებენ.
თიკო კურტანიძე
You must be logged in to post a comment.