ახალციხის მერიამ ფოტო–კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა. ქალაქის თვითმმართველობისგან სიმბოლური პრიზები ორი ნომინაციის ორ ავტორს გადაეცა.
თემურ ინასარიძემ ჯილდო მიიღო ნომინაციაში „ჩემი თვალით დანახული ქალაქი“ ხოლო შოთა ნარიმანიშვილმა ნომინაციაში – „ორიგინალური ფოტო“.
კონკურსში მონაწილეობა 19–მა ადგილობრივმა მიიღო. გამარჯვებულები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. ორივე ფოტო ახალციხის მერიის 2017 წლის კალენდარში დაიბეჭდება.
ფოტო–კონკურსი რამდენიმე ნომინაციაში ახალციხის მერიამ ნოემბრის თვეში გამოაცხადა. მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, საკონკურსო ფოტოების გარდა, გამოიფინა ძველი ახალციხის ამსახველი ფოტოებიც.
ფოტო–გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. გამოფენა ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 14 იანვრამდე დარჩება.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე