არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირმა“ ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია მოაწყო. ჯაბა ნათენაძემ პროექტის “ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ აუდიტორიას ანგარიში შესთავაზა. გარდა ამისა, შეხვედრაზე ახალგაზრდების ჩართულობასა და ტოლერანტობაზე ისაუბრეს.
პროექტს “ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში” 2010 წლიდან საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს. მას პარტნიორობას ახალციხეში “დემოკრატ მესხთა კავშირი“ უწევს.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე.