ახალციხელი გამომგონებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაწესებული ჯილდოს მფლობელი გახდა. ნომინაციაში “წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში,“ ხმათა უმრავლესობით კარლო ხუციშვილმა გაიმარჯვა.

კარლო ხუციშვილი თავდაპირველად სამეცნიერო ფონდმა შეაფასა, შემდეგ რამდენიმე ეტაპი გაიარა და ბოლოს ვებ–გვერდზე ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.
ხმის მიცემა პირველი დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით იყო შესაძლებელი. 16 ნომინაციაზე 36 ნომინანტი იყო წარდგენილი.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირველად მისცა მოსახლეობას უფლება თავად გამევლინათ 2016 წლის მოვლენა, ადამიანი და ინსტიტუცია, რომელიც თავისი მნიშვნელობით, საქმიანობითა და შედეგით “წლის საუკეთესოს” ჯილდოს იმსახურებდა.
You must be logged in to post a comment.