მოხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მუსლიმი მოსწავლეები დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ.

ახალგაზრდები ტრანსფარანტებით შენობის შესასვლელში დგანან და აცხადებენ, რომ სანამ სკოლის ხელმძღვანელი ნათია რეხვიაშვილი თანამდებობას არ დატოვებს საპროტესტო გამოსვლებს არ შეწყვეტენ. აქციას 50–მდე ახალგაზრდა მართავს.
საგაკვეთილო პროცესს ესწრებიან მოხის სკოლის მართლმადიდებელი მოსწავლეები.
ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობა აცხადებს, რომ ეს ხელოვნურად მართული პროვოკაციაა.
სასწავლო დაწესებულებაში უკმაყოფილება მას შემდეგ დაიწყო რაც სკოლის დირექტორმა ერთ–ერთ მოსწავლეს თავსაბურავის მოხსნა სთხოვა. მეორე დღეს თეონა ბერიძის თანაკლასელები, სოლიდარობის ნიშნად, სკოლაში თავსაფრებით მივიდნენ.
“მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი სკოლის დირექტორის განცხადებას ელოდება. ნათია რეხვიაშვილი მომხდარზე კომენტარს დღის ბოლომდე გააკეთებს.
თიკო კურტანიძე
You must be logged in to post a comment.