30-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი მიტარბი გაიხსნა. ორი ახალი საბაგირო და ერთი ბიგელი დამსვენებლების მისაღებად მზადაა.
კურორტ მიტარბში150–მილიონი ინვესტიცია განხორციელდა. სახელმწიფომ ააშენა საბაგირო გზა, გაარემონტა გზები და ამაზე 48 მილიონი ლარი დახარჯა.
კერძო კომპანია “ჯიარდისი” კი ახორციელებს 70 მილიონი ლარის ინვესტიციას სასტუმროების, აპარტოტელების, მაღაზიების, გასართობი ცენტრებისა და პარკინგების მშენებლობაში. განახლებული კურორტი პრემიერ–მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად გახსნა.
გიორგი კვირიკაშვილმა კაპიტალურად აღდგენილი ე.წ. კუკუშკა” დაათვალიერა. ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ვაგონები როგორც ადგილობრივებს, ისე დამსვენებლებს მოემსახურება.
სამგზავრო ვაგონებს, რომლებსაც კაპიტალური სარემონტო სამუშაოები 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, ძველი იერსახე დაუბრუნდა. მატარებელი დღეში ბორჯომ-ბაკურიანის2 რეისს ასრულებს. თითოეული ვაგონი 32-ადგილიანია და გადაადგილებას ერთდროულად 128 მგზავრი შეძლებს.