ახალციხის მერმა ქალაქის ნაძვის ხე გაანათა. ვლადიმერ ზედგინიძემ ახალი წლის მთავარი ატრიბუტი ახალგაზრდებთან ერთად აანთო, რის შემდეგაც ბავშვებმა ქალაქის პირველ პირთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

31 დეკემბერს, მერიის ორგანიზებით, დღისით ბავშვებისთვის კოსტიუმირებული შოუ გაიმართება, სადაც პატარებს საჩუქრები გადაეცემა. საღამოს ასევე დაგეგმილია კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
საახალწლო მორთულობებისა და ღონისძიებებისთვის ქალაქის მერია 40 000 ლარამდე ხარჯავს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.
You must be logged in to post a comment.