25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. საქართვლოს ყველა მოქმედ კათოლიკურ ტაძარში, საშობაო ლიტურგია შესრულდა.
ახალციხელმა მრევლმა დღესასწაული, რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ეკლესიაში აღნიშნა. ისინი უფლის დაბადებას ღამისთევით შეხვდნენ. საზეიმო წირვა მამა ფილიპემ აღავლინა .
კათოლიკე მრევლი შობისთვის ოთხი კვირით ადრე ემზადება, როცა მარხვა _ ადვენტი იწყება. მთელი ამ დღეების განმავლობაში, მორწმუნეები სულიერად ემზადებიან, რათა მათ გულებში მაცხოვარმა ბინა დაიდოს.
მომლოცველთა დიდი ნაწილი უფლის დაბადებას, ბეთლემში ხვდება. ზეიმის ცენტრად ქრისტეს შობის სახელობის ეკლესია ითვლება.