ებრაული თემი მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის დღესასწაულს ზეიმობს.
ხანუქა რვადღიანი, მოძრავი დღესასწაულია და წელს მისი აღნიშვნა 24 დეკემბერს, მზის ჩასვლის შემდეგ დაიწყო. დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყეს ახალციხელმა ებრაელებმაც.
სიმონ ლევიშვილმა პირველი სანთელი სინაგოგაში გუშინ აანთო. იგი ერთი კვირის განმავლობაში, სალოცავში ყოველ საღამოს თითო სანთელს დაანთებს.
ხანუქას დღესასწაული ძვ. წ. II საუკუნეში დაწესდა და ის სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა.