”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ჰიჯაბი – დისკრიმინაცია თუ რჩევა

მოხის სკოლაში მოსწავლეს უთხრეს, რომ სკოლა საჯაროა, სადაც სხვადასხვა რელიგიის ბავშვები სწავლობენ, რის გამოც იგი დანარჩენი თანატოლებისგან განსხვავებული არ უნდა იყოს. 

მას შემდეგ, რაც მუსლიმი თემის მოსწავლე გოგონებმა მომხდარის შესახებ შეიტყვეს, სოლიდარობის ნიშნად 23 დეკემბერს, სკოლაში ყველა ჰიჯაბით გამოცხადდა. პროტესტის ამ ფორმას სკოლაში დაპირისპირება არ გამოუწვევია. სკოლაში დღეს გაკვეთილებიც ჩვეულ რეჟიმში ჩატარდა.

როგორც თეონა ამბობს, თავსაფრის გარეშე სიარული მას სკოლის დირექტორმა და მასწავლებელმა მოსთხოვა. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მოხის მოსწავლე ამახვილებს ყურადღებას, სკოლაში მისი ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციაა. თეონა ბერიძის მტკიცებით, მან ამის შესახებ მხოლოდ დღეს შეიტყო. როგორც გაირკვა, გოგონა მოხის საჯარო სკოლის მოსწავლედ  22 დეკემბერს დარეგისტრირდა. თეონას მეგობრები აცხადებენ, რომ საკუთარ უფლებებს ბოლომდე დაიცავენ.

მოხის მუსლიმი თემი სკოლაში მომხდარი ფაქტით დაინტერესებას განათლების სამინისტროს თხოვს. ,,თუ მოსწავლე თვლის რომ მისი უფლებები იზღუდება სკოლის მიერ, საკითხის შესწავლის მიზნით შეუძლია მიმართოს სამინისტროს შიდა აუდიტს“ – ვკითხულობთ  სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  მოხეში დირექტორის მიერ მოსწავლის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ უკვე დაიწყო.

მოხის საჯარო სკოლაში 189 მოსწავლე ირიცხება. დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეები აქ ახლო მდებარე 12 სხვადსხვა სოფლიდან დადიან. თეონა ბერიძის მსგავსად მისი მეგობარი გოგონები ორშაბათიდან სკოლაში სიარულს კვლავ ჰიჯაბით აპირებენ.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე