ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებაში 2.75 თეთრია.
ეროვნული ვალუტის კურსი იცვლება ევროსთან მიმართებაშიც. ლარის კურსის ისტორიულ მაჩვენებელს, მთავრობის წევრები გამოეხმაურნენ. ვიცე–პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესი შიდა ფაქტორებით გამოწვეული არ არის.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე კომენტარი გააკეთა სოზარ სუბარმაც. მინისტრის თქმით, ლარის გამყარებისთვის ეროვნული ბანკი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი, კარგად მუშაობს.