”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ჟურნალისტი გიორგი გასვიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

ტელეკომპანია ,,იბერიას“ ჟურნალისტი ადვოკატთან ერთად, სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკუტარურაში, საქმის მასალებს გაეცნო.

მხარემ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია პროკურორისგან მიიღო. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, პროკურატურამ გიორგი გასვიანი დაზარალებულად სცნო.

ჟურნალისტის თქმით, ამოღებულია ვიდეოთვალის ჩანაწერი, სადაც ინციდენტის მონაწილე სამივე პირი იდენტიფიცირებულია. უკვე დაიკითხა სამივე მათგანი.

ადვოკატის განცხადებით, პროკურატურამ უკვე ამოიღო პოლიციელის პირადი და სამსახურებრივი იარაღები, რომლებიც ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები დაახლოებით, 10 დღეში იქნება ცნობილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილითა და 333–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გულისხმობს.

შეგასხენებთ, რომ გიორგი გასვიანის განცხადებით, 18 დეკემბერს, ბორჯომში ნასვამმა პოლიციელმა სცემა და იარაღით დაემუქრა.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 23/12/2016 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე