ანგელოზები, ირმები, მარხილები და ლითონის სხვადასხვა კონსტრუქციები, რომლებიც წინასაახალწლოდ ქალაქში გამოჩნდა, ახალციხეში, რაბათის დასახლებაში მზადდება.
გუჯა წიკლაური მანათობელ კონსტრუქციებს, დიზაინერის ესკიზების მიხედვით ამზადებს. ხელოსანი და მხატვარი ირმებს აჟამად ასპინძისთვის და ახალციხის სოფლებისთვის აკეთებენ.
გუჯა წიკლაურმა სახელოსნო შარშან გახსნა. იგი ძირითადად კერძო შეკვეთებზე მუშაობს. საახალწლო განათებებისთვის კარკასები პირველად, გასულ წელს დაამზადა.
ხელოსანს,დეკორაციების დიზაინის შემუშავებაში ლელა ფერაძე ეხმარება. ისინი ერთობლივად ცდილობენ ქალაქში საახალწლო განწყობის შექმნას.
ახალციხის სკვერებსა და მოედნებზე, საახალწლო განათებები პირველად შარშან გამოჩნდა. აქსესუარები ადგილობრივებსაც და თვითმმარტველობასაც მოეწონა , ამიტომ მერიამ ავტორებს წელს კიდევ რამდენიმე კონსტრუქციის დამატება სთხოვა.