ახალციხის სამხატვრო სკოლაში საახალწლო თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მოსწვლეების მიერ წარმოდგენილ ნახატებსა და სუვენირებში მნიშვნელოვანი ადგილი ნაძვის ხეს, თოვლის პაპას, ბუხარს, სათამაშოებსა და სხვა აქსესუარებს უკავია
გამოფენაში მონაწილეობა მოლოდ უფროსი ასაკის მოსწავლეებმა მიიღეს. სკოლის დირექტორის თქმით, ამის მიზეზი საგამოფენო დარბაზის მცირე ფართია. ამის გამო, ნანა ნათენაძემ მეორე სემესტრში კიდევ ერთი გამოფენა დააანონსა. რა დროსაც სხვა მოსწავლეების ნახატები გამოიფინება.