”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხელმა ბაიკერებმა მეშვიდე სკოლის მოსწავლეებისთვის საქველმოქმედო აქცია გამართეს

ახალციხის მოტოკლუბის წევრებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს. ბაიკერებმა მეშვიდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოტო–სანახაობა მოაწყვეს, მოსწავლეებს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცეს და მათ საჩუქრები გადაცეს.

აღსაზრდელები განსაკუთრებით მოიხიბლნენ მოტო–სანახაობით. რის შემდეგაც მათ თოვლის პაპასთან ერთად იცეკვეს, იმღერეს და სამახსოვრო სურათები გადაიღეს. ახალციხელი ბაიკერების თქმით, მსგავსი საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებები სამომავლოდ სისტემატიურად გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე