”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვაჩიანელები, დედისა და სამი შვილის მკვლელის თანამზრახველების დასჯას მოითხოვენ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში მოკლული დედისა და სამი შვილის ნათესავები, ბრალდებულის თანამზრახველების გამოვლენისა და დასჯის მოთხოვნით,სამხარეო  სამმართველოსთან შეიკრიბნენ.

გარდაცვლილის ნათესავებს გამოძიების იმ ვერსიის არ სჯერათ, რომლის მიხედვითაც ოთხი პირი ერთმა მამაკაცმა მოკლა. შეკრებულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე შეხვდა და პროკურატურაში გადაამისამართა. ვაჩიანელები პროკურატურის პასუხს ელიან.

შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს, ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი გარდაცვლილები ნახეს. დედასა და გოგონებს ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდათ მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდული იყო.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ნოდარ აკოფოვი 11 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში დააკავეს. მან 27 აგვისტოს, გლდანის მე–8 საპყრობილეში თავი ჩამოიხრჩო.

 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე