”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

წნისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაღი გაიხსნა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში, თანამედროვე სტანდარტებით  აღჭურვილი საბავშვო ბაღი გამგებელმა და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა გახსნეს.

ბაგა– ბაღში, 12 ადგილობრივი დასაქმდა, ამ ეტაპზე ასაკობრივი კატეგორიით დაკომპლექტებული ორი ჯგუფი ფუნქციონირებს. 40–მდე აღსაზრდელს საშუალება ექნება სკოლოაში მისვლამდე სხვადასხვა უნარ–ჩვევებს დაეუფლოს.

სოფელ წნისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდა. შენობის აღდგენისათვის 106 000 ლარამდე  დაიხარჯა.

ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, დაწესებულების აღჭურვისა და ინვენტარიზაციაში საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision მონაწილეობდა.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 20/12/2016 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე