”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე აღინიშნება

მართლმადიდებელი მრევლი საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.

wminda-nikolozi

წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეავედრა.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი ყრმობიდანვე განსაკუთრებული იყო.

325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, რომელზეც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. იგი ამასთან დაკავშირებით ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა.

მორწმუნეები მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ქალაქ ბარში გადაასვენეს.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 19/12/2016 by in რელიგია and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე