”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მეუღლეთა უფლებები და მოვალეობები (R)

ქორწინება და ოჯახის შექმნა არის ერთ-ერთი უმთავრესი გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანი იღებს საკუთარი ცხოვრების მანძილზე. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაბიჯის გადადგმამდე ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია და აცნობიერებდეს თუ რა არის ოჯახი, რა სახის უფლებები და ვალდებულებები ექნება მას, რა პასუხისმგებლობას იღებს იგი საკუთარ თავზე, რა სამართლებრივი შედეგები მოყვება დაოჯახებას და ა.შ.

vala

მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. საქორწინო ხელშეკრულება ეს არის დოკუმენტი, რომლითაც მხარეები წინასწარ თანხმდებიან თუ როგორ გადაწყდება მათ შორის წარმოშობილი დავა. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე მისი რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს.საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ქორწინების რეგისტრაციამდე, ძალაში შედის ქორწინების რეგისტრაციიდან.

საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობით და დასტურდება სანოტარო წესით.საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოსმეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობანი და დავის შემთხვევაში – სასამართლოში მიმართვის უფლება. ხელშეკრულებით, ასევე არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს.საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ან შეწყდეს ნებისმიერ დროს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. ცალმხრივი უარი საქორწინო ხელშეკრულებაზე დაუშვებელია. საქორწინო ხელშეკრულება წყდება განქორწინებისას.

მეუღლეთა განქორწინების დროს ერთ-ერთ უმთავრეს პროებლებას წარმოადგენს ქონების გაყოფა. თუ მეუღლეებს დადებული აქვთ საქორწინო ხელშეკრულება, მაშინ ეს საკითხი ყოველგვარი სირთულეების გარეშე წყდება, ვინაიდან მეუღლეები წინასწარვე არიან შეთანხმებული ამ საკითხებზე. თუმცა საქორწინო ხელშეკრულების არარსებობისას, ქონების განაწილება არცთუ იშვიათად განხდარა უსიამოვნების მიზეზი. სწორედ ამიტომ მომავალი დავების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია მეუღლეებმა გააფორმონ საქორწინო ხელშეკრულება.

არსებობს მეუღლეთა ინდივიდუალური და საერთო საკუთრება. ინდივიდუალურია თითოეული მეუღლის ის საკუთრება, რომელიც მას დაქორწინებამდე ეკუთნოდა, ასევე ის, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით,ხოლო მეუღლეთა საერთო საკუთრებაა ყველაფერი ის, რაც მათ ქორწინების განმავლობაში შეიძინეს. იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.საყურადღებოა, რომ ხშირად, ერთ-ერთი მეუღლე მუშაობს და არჩენს ოჯახს, მეორე კი ეწევა საოჯახო საქმიანობას, უვლის შვილებს და არა აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი. ასეთ შემთხვევაშიც, თუნდაც მხოლოდ ერთი მეუღლის შემოსავლით შეძენილი ქონება, საერთო საკუთრებად ითვლება.

მნიშვნელოვანია, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილიუძრავი ქონება საჯარო რეესტრშიდარეგისტრირდეს ორივე მეუღლის სახელზე. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც რეგისტრაციას მხოლოდ ერთ-ერთი მეუღლე (ცოლი ან ქმარი) ახორციელებს, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული ქონების მესაკუთრედ მხოლოდ ეს მეუღლე ითვლება და მას უფლება აქვს, გაასხვისოს (გაყიდოს) იგი მეორე მეუღლის თანხმობის გარეშე. გამოსავალი ძალიან მარტივია:მეეუღლეებმა უძრავი ქონება საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრირონ, როგორც ერთობლივად, ორივეს სახელზე როგორც თანამესაკუთრეებმა.ეს მარტივი პროცედურა მომავალში ბევრ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მეუღლეები არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან, რაც მათი გაყრის შემთხვევაში ქონების გაყოფის პრობლემას წარმოშობს. ამიტომ მნიშვნელოვანია ოჯახის შექმნის შემთხვევაში მეუღლეებმა მოახდინონ ქორწინების რეგისტრაცია.

მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. სარჩოს მიღების შესახებ მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის უფლება აქვს მეუღლეს, რომელიც შრომისუუნაროა და მატერიალურ დახმარებას საჭიროებს, ასევე ცოლს უფლება აქვს ორსულობის პერიოდსა და ბავშვის დაბადებიდან 3 წლის განმავლობაში მოითხოვოს სარჩო ქმრისაგან.

მარტოხელა დედად ან მამად ითვლებაპირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი (დედის შემთხვევაში) ბავშვის მამის, ან (მამის შემთხვევაში) ბავშვის დედის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ყველა ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მშობლები ვალდებული არიან სათანადოდ აღზარდონ შვილები. შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. შვილების სრულწლოვანების მიღწევამდე, მშობლებს შეუძლიათ განსაზღვრონ სად და ვისთან ერთად იცხოვრებენ მათი შვილები. მშობელი ვალდებულია დაიცვას შვილის ინტერესები, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის.

დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელბიც არასრულწლოვანის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს.მშობლის მიერ არასრულწლოვნის უფლებების დარღვევისას, არასრულწლოვანს უფლება აქვს, დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, ხოლო 14 წლის ასაკიდან კი სასამართლოს.

თავის მხრივ სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.შვილები შეიძლება გათავისუფლდნენ მშობლების რჩენის მოვალეობისაგან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის შესრულებას.მშობელი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, კარგავს შვილებისაგან ალიმენტის მოთხოვნის უფლებას.

სტატია მომზადებულია ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ პროექტის ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“ ფარგლებში.

სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია კონსტიტუციის 42-ე მუხლი. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

ragac

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე