”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

„ენერგო პრო ჯორჯია” ბორჯომში, 150 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს

„ენერგო პრო ჯორჯია“  ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. კომპანიას ბორჯომში ორ კილომეტრიანი  ახალი მიწისქვეშა საკაბელო ხაზი გაჰყავს, რისთვისაც 150 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.

სამუშაოები კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს. ამ დროისათვის მიწისქვეშა ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ ერთ კვირაში დასრულდება.

კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სამუშაოების წარმოება ბორჯომში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას არ გამოიწვევს. ახალი ქსელი ქალაქის ცენტრში ენერგო მომარაგების საიმედოობას გაზრდის.

ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადების ფარგლებში, ნოემბრის თვეში „ენერგო პრო ჯორჯიამ“ ქსელის რეაბილიტაცია ბაკურიანსა და გუდაურში განახორციელა, რისთვისაც კომპანიამ 520 000 ლარამდე დახარჯა.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ლევან ყურაშვილი.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე