”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით, კონტროლს აძლიერებს.

nadzvis-xe

დეპარტამენტის ინფორმაციით, კონტროლი სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი ერთეულის ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტებზე მკაცრდება.

გამოვლენილ დარღვევებზე გატარდება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები.

“უარი თქვით წიწვოვნების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე, რათა თავიდან ავიცილოთ, სადღესასწაულო პერიოდში, უსიამოვნო შემთხვევები ჯარიმის ან სხვა სანქციის სახით” – ნათქვამია განცხადებაში.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე