”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბათუმი-ახალციხის მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.

15304227_1240531322687633_676991714122783708_o

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 87-კმ 106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 1-კმ 36 მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე