”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვალესა და ახალციხის სამ სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება

ქალაქ ვალესა და ახალციხის სამ სოფელს, 6 დეკემბერს, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ განცხადებას  შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.

11831702_981979205186923_5820438790520967549_n

კომპანიაში განმარტავენ, რომ ვალეს გაზგამანაწილებელ სადგურზე სარემონტო სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი.

“აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება დაბა ვალეს, ასევე სოფლებს: ნაოხრებს, წყალთბილასა და აბათხევს.  შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”, შესაძლო დისკომფორტის გამო, მომხმარებელს ბოდიშს უხდის” – ნათქვამია შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე