”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვარძიის ტაძარში გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდა

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდა. კედლიდან აღებული ნიმუშები გამოსაკვლევად ლონდონის კურტოს ინსტიტუტის ლაბორატორიაში გაიგზავნა. 

vardzia

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ შემდეგი – კონსერვაციის ეტაპი მომავალი წლიდან დაიწყება.

სპეციალისტებმა კედლის მოხატულობის ზედაპირული გაწმენდა 4 ნოემბრის შემდეგ დაიწყეს, რასაც წინ დაზიანების შესწავლა და გაწმენდის მეთოდის დადგენა უძღოდა. ქართველებთან ერთად მუშაობდნენ კურტოს ინნტიტუტის სპეციალისტებიც.

ხანძარი ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში 1 ნოემბერს გვიან ღამით გაჩნდა. ჩუმი წვა  დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხანძარი ტაძრის გაღების შემდეგ აალდა და მე–12 საუკუნის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა. გამურულია თამარ მეფის უნიკალური ფრესკაც.

ტაძარი ვიზიტორებისთვის დაკეტილია.

თიკო კურტანიძე

 

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი