”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბოლაჯურის ბაღის ყოფილი მენეჯერმა ადიგენის ა(ა)იპ–თან დავა სააპელაციოშიც მოიგო

ორი პურის ქურდობის ბრალდებით გათავისუფლებული ბოლაჯურის  ბაღის ყოფილი მენეჯერის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა.  ადიგენის  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიერ  გაასაჩივრებული პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ  ძალაში დატოვა.  

ggggg

მარინე ვარდიძე                                                             ლალი მაისურაძე

ორივე ინსტანციაში საქმის განხილვის შედეგად, ადიგენის ა(ა)იპ–ის განაცდურის ანაზღაურება, ლალი მაისურაძის სამსახურში აღდგენა და მისი გათავისუფლების შესახებ ოქმის გაუქმება დაეკისრა.

გაასაჩივრებს თუ არა ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უმაღლეს ინსტანციაში, უცნობია. ა(ა)იპ–ის იურისტები აცხადებენ, რომ ამას გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გადაწყვეტენ.

ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 2015 წლის 5 მარტს  ბოლაჯურის ბაღის ყოფილმა მენეჯერმა შეიტანა. ლალი მაისურაძის მტკიცებით,  მისი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რათა ბაღის მენეჯერის  პოზიციაზე  ადიგენის გამგებლისათვის მისაღები პირი დანიშნულიყო. ლალი მაისურაძის თქმით,  8  წლიანი მუშაობის პერიოდში  ხელმძღვანელობისგან გაფრთხილება არცერთხელ  მიუღია.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი