”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან, სლესის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, სატვირთო ავტომობილი თოვლზე მოცურდა და სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა. 

61343197

ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაიცვალა ერთი ადამიანი, დაშავებულია – ექვსი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ექვსივე დაშავებულს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, რის შემდეგაც ისინი ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, თუმცა, ადამიანის გარდაცვალების გამო, საქმე გადაკვალიფიცირდება და ძიება ამავე მუხლის მე–5 ნაწილით გაგრძელდება, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე