”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის პირველი სკოლის მშენებელი კომპანია, ვადის გადაცილებისთვის დაჯარიმდება

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციას შენობა ისევ არ ჩაბარდა. მშენებელმა კომპანიამ მიცემულ ვადას გადაცილა. შპს „ინტერპლუსს“ 1 დეკემბრიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა დაერიცხება.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანიის მიმართ კონტრაქტით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედდება.

რატომ გადააცილა მიცემულ ვადას შპს „ინტერპლუსმა“, ამ თემაზე  მშენებელ კომპანიის წარმომადგენელს მედიასთან კომენტარის გაკეთება აღარ სურს. პირად საუბარში პროექტის მენეჯერი სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად ტემპერატურის მკვეთრად დაცემას ასახელებს. ლექსო მათიაშვილი ამბობს, რომ მკაცრი კლიმატური პირობების გამო მუშებმა გარკვეული სამუშაოების შესრულება ვერ შეძლეს. მისივე თქმით, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ შესაძლოა, კომპანიის მიმართ სანქციები აღარ ამოქმედდეს.

ამ დროისათვის შენობაში გათბობის სიტემა მონტაჟდება, რის შემდეგად დასუფთავების სამუშაოები და იატაკის დაგება დაიწყება. დარჩენილია რამდენიმე  ოთახის შეღებვა. კომპანიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ სამუშაოებს ორ კვირაში დაასრულებენ. შესაბამისად,  პირველ სკოლაში სწავლა მომავალი წლიდან განახლდება.

პირველი სკოლის რეაბილიტაცია მილენიუმის პროგრამის ფარგლებში 400 000–მდე  დოლარით დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოები კონკურსის წესით შერჩეულმა შპს „ინტერ პლიუსმა“  მიმდინარე წლის 20 იანვრიდან დაიწყო. პროექტის მიხედვით, მშენებლობა ექვსი თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულების გამო,  ვადას არაერთხელ გადააცილა.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი