”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

1 დეკემბერს, მოხეს სადავო შენობის თაობაზე კომისია შეიკრიბება

1 დეკემბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია მოხეს სადავო შენობის თაობაზე იმსჯელებს.  შეხვედრა ახალციხეში გაიმართება.

moxeeee

წინა სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მოხის მოსახლეობას გადაწყვეტილება გააცნო. სადავო შენობა არც მართლმადიდებლებს და არც მუსლიმებს გადაეცემათ. სამაგიეროდ, კომისიამ მუსლიმი მრევლისთვის სალოცავის მიღების ორი ვარიანტი შესთავაზა: 1. გამოეყოთ ალტერნატიული ფართი, სადაც მეჩეთი სახელმწიფო ხარჯებით აშენდება და 2. სახელმწიფო გამოისყიდის სალოცავს, სადაც ამ დრომდე ლოცულობდნენ და მუსლიმებს გადასცემენ.

კომისიის თავმჯდომარის შეთავაზება მუსლიმმა მრევლმა თავდაპირველად მოიწონა, თუმცა ლიდერების მრევლთან მსჯელობის შემდეგ, მათ ორივე შეთავაზებული ვარიანტი დაიწუნეს და განაცხადეს, რომ სადავო შენობის წარმომავლობისა და ისტორიული მესაკუთრის დადგენა ისევ ვერ მოხდა. ამიტომ ვერცერთ ვარიანტს მიიღებდნენ. უფრო მეტიც, 25 ნოემბერს მოხეს მუსლიმმა მოსახლეობამ განცხადება გაავრცელა, სადაც კომისიას უნდობლობა გამოუცხადა, მისი გაუქმება მოითხოვა და შენობის ბედის გადაწყვეტა პრემიერ მინისტრს მიანდო.

გააცნობს თუ არა მოხეს სადავო შენობის კომისია ახალ გადაწყვეტილებას მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს, ან რა გზით გადაწყდება სადავო შენობის ბედი ეს ცნობილი ხვალ, 1 დეკემბერს კომისიის მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გახდება.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Information

This entry was posted on 30/11/2016 by in სხვადასხვა.

ნავიგაცია

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი