”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები იაპონელ კოლეგებს მესხურ პროდუქტს აცნობენ

სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები იაპონელ კოლეგებს მესხურ პროდუქტს აცნობენ. სამცხე–ჯავახეთიდან საზღვარგარეთ სამი პიროვნება იმყოფება. 

15203329_10208316997057860_4124369533748913628_n

ასპინძის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ამირან ლაზარაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მარინე ხუჯაძე და კოოპერატივ “კოდის” თავმჯდომარე გიორგი მერაბიშვილი იაპონიაში ტრენინგზე იმყოფებიან, სადაც სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კომბინირებით რეგიონის დაგეგმარების თემაზე 20 დღიან კურსს გადიან.

მესხური პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, დელეგაციამ  სამცხე–ჯავახეთიდან ადგილობრივი წარმოების პროდუქცია წაიღო. იაპონელებმა მესხური ყველი, ღვინო, მინერალური წყლები, ბორჯომი, თაფლი, ქაცვის ჯემი და თუთის ნაწარმი დააგემოვნეს.

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო JICA,  სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, სამცხე–ჯავახეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. თავდაპირველად დელეგაცია საქართველოდან წავიდა, შემდეგ კი სამცხე–ჯავახეთს იაპონელები ესტუმრნენ და მესხური პროდუქციის წარმოებას ადგილზე გაეცნენ.

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ,  საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შედეგად შემუშავებული „რეგიონული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, 2015–2016 წლებში სხვადასხვა პროექტი განხორციელდა, რომელთა მიზანსაც, საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი