”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთის გუბრნატორი მუნიციპალიტეტების პირველ პირებს შეხვდა

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ქალაქ ახალციხის მერს, საკრებულოების თავმჯდომარეებსა და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა.

15219467_1886046694950749_8311602176614222916_n

სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ იმსჯელეს.

მხარის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან 2016 წელს გაწეული საქმიანობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მან გამგებლებს და ქალაქის მერს პროექტების მიმდინარეობისა და ჩაბარების დროს მაქსიმალური კონტროლისა და ზედამხედველობის, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში კი მათზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. აღინიშნა, რომ პროექტები გეგმის მიხედვით ხორციელდება, მათი უმეტესობა ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ან დასრულების პროცესშია, თუმცა იქნება რამდენიმე გარდამავალი პროექტიც.

მიმდინარე წელს მხარის მასშტაბით, რეგიონული პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 46 372 770 ლარის ღირებულების 755 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

დღევანდელ შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2017 წელს დაგეგმილი პროექტებიც განიხილეს. მათ მომზადებაში აქტიურად არიან ჩართულნი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფები. სამოქმედო გეგმაში შესატან პროექტებს განიხილავენ საკრებულოები, რის შემდეგაც საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბება და მოხდება გეგმის საბოლოო ვარიანტის დამტკიცება.

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Information

This entry was posted on 30/11/2016 by in ახალი ამბები.

ნავიგაცია

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი