ახალციხის საკრებულოს წევრებმა გამგებლის ანგარიში მოისმინეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა გამგებლის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინეს. ზაზა მელიქიძემ იმ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც გასულ წელს მუნიციპალიტეტში განხორციელდა.